ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
33 წლის ქალი, მხატვარი მაია კუჭავა სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის ოჯახი, მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.
მათი თქმით, მედიკოსებმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.
„ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდათ. ორსულად იყო, ცოლ-ქმარი სულ დადიოდნენ კონტროლზე და ყველაფერი ისე იყო როგორ უნდა იყოს ორსული ქალის შემთხვევაში. მე-8 თვეში იყო, წნევები დაეწყო და მივიდა ექიმთან, სადაც ჩვეულებრივ წნევის დამწევი მისცეს და გამოუშვეს სახლში, იმავე ღამეს კრუნჩხვებში ჩავარდა და კლინიკაში კვლავ შეიყვანეს, რატომღაც ექიმებმა იმ ღამითვე ამშობიარეს. სამწუხაროდ, ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ამის შემდგომ დედა კარგად იყო, მაგრამ ორი საათი გავიდა და კომაში ჩავარდა, თურმე გაჟონვა მიუღია...“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764