„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
დღეს, გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ორი ექიმი ემსხვერპლა - ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის პირველი ფილიალის თანამშრომლები იყვნენ.
ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.
სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.