თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები
1758398118
ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე სანიაღვრე არხში ნაპოვნი ახალგაზრდა კაცი, ადგილობრივია.
მას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და არხში ჩავარდა. როგორც კი სანიაღვრე არხში წყლის დონემ დაიწია, მისი ცხედარი მოსახლეობამ იპოვა და პოლიცია გამოიძახეს.
ზუგდიდში ღამით ძლიერი წვიმა იყო. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.