„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ აეროპორტის დასახლებაში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. მათივე ინფორმაციით მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილას არიან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.