სელფის გადაღების დროს ტურისტი ლიკაბეტოსის მთაზე მდებარე ეკლესიიდან გადავარდა

ტურისტი ლიკაბეტოსის მთაზე მდებარე ეკლესიიდან გადავარდა

ათენში, ლიკაბეტოსის მთაზე მდებარე ეკლესიიდან, "სელფის" გადაღების დროს, ძლიერი ქარის შედეგად ტურისტი გადავარდა. ინფორმაციას dailymail-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი გენიმატასის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცი, სავარაუდოდ, 25-დან 30 წლამდე ასაკისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ეკლესიის ეზოს კიდიდან გადავარდა, ჯერ კლდეზე დაეცა, შემდეგ კი ქვის კიბეებზე.