1755115333
თუ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ახალ სანქციებს ან ტარიფებს, ტრამპმა პასუხისგან თავი შეიკავა.
„არ მჭირდება ამის თქმა. ძალიან მძიმე შედეგები იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როდესაც პარასკევს ალასკაზე ვლადიმერ პუტინს შეხვდება, სჯერა თუ არა, რომ შეძლებს მის დარწმუნებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ არა.
„მე მქონდა ასეთი საუბარი ვლადიმერ პუტინთან. ბევრი კარგი საუბარი მქონდა, მივდიოდი სახლში და მესმოდა, რომ რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსსა თუ სახლს და ადამიანები გარდაცვლილები იყვნენ ქუჩებში. ვფიქრობ, თქვენს კითხვაზე პასუხია – არა, რადგან მე უკვე მქონდა ასეთი საუბარი. მე მინდა ომის დასრულება. ეს ბაიდენის ომია, მაგრამ მე მინდა, რომ ის დავასრულო. მე ძალიან ამაყი ვიქნები ამ ომის დასრულებით ხუთ სხვა ომთან ერთად, რომელიც უკვე დავასრულე. თუმცა, ვფიქრობ, რომ თქვენს კითხვაზე პასუხია – სავარაუდოდ არა. მე ბევრი კარგი საუბარი მქონდა ვლადიმერთან, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.