სამტრედიაში კაცს მანქანა დაეჯახა

policiis lenti

სამტრედიაში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კოსტავას ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.