წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1781293273
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე 6 პირის პროცესი გაიმართა. სხდომაზე გაირკვა, რომ ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.
ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ადვოკატების ნაწილმა ბრალდებულის ინტერესების დაცვაზე უარი თქვა. დანარჩენი პირები ბრალს არ აღიარებენ.
"გუშინ მოგვმართა ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. მიუთითებდა განცხადებაში, რომ სრულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ეთანხმებოდა მტკიცებულებათა შინაარს. აუცილებლად გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. პირობები იგივეა, რაც სხვა ბრალდებულებთან იყო - 3 წელი პირობით მსჯავრი. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, სანამ პირველ ინსტანციაში გამოვა განაჩენი, მანამდე შეუძლიათ, შეიცვალონ პოზიცია, აღიარონ ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიონ და შემდგომში მოგვმართონ განცხადებით", - აღნიშნა პროკურორმა როინ ხინთიბაძემ.
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული 64 პირიდან, სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით 21-მა უკვე მიმართა. მათთან 3-წლიანი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.