ლისაბონში, ფუნიკულიორზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ფუნიკულიორზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, დაღუპულია 15 ადამიანი.

პორტუგალიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულთაგან ხუთზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

მთავრობამ მომხდარის გამო 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა. როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულ ფუნიკულიორს, ლისაბონელებთან ერთად, მრავალი ტურისტი იყენებს. ფუნიკულიორი „გლორია“ 265 მეტრის მანძილს ფარავს და მგზავრობა სამ წუთს გრძელდება.