ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
1752001368
ბათუმში, ტაძრის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა 8 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
ტაძრის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოჯახების ნაწილი ამ კორპუსში უკვე ცხოვრობს. ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა.