საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

პროკურატურას 4 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამსახურის უფროსის ჩვენებით, 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისას განხორციელებული ქმედებების შედეგად, ზარალმა 62 ათასი ლარი შეადგინა.

დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.