„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პრევენციის მიზნით ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
„დამწვარია 8 ჰექტრამდე ტყის ფართობი. რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. არის გონივრული ეჭვი და ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა იყოს დივერსია“, - განაცხადა მარგველიძემ.