შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლეს - ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ
1754598753
ფოთში, ნაბადის უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ტრაილერი იმ დროს დაეჯახა, როცა იგი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.