1779568738
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - რა ხდება ცნობილი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
დაშავდა ერთი ადამიანი.
იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.












