ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
1765867051
თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქალს რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით გადაადგილების დროს დაეჯახა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაღუპულია 73 წლის ნელი ჯავახიშვილი, რომელიც თელავის №3 საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.