1746733103
ავარია ხობში - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში, ფოთის გზაზე, ავარიის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შსს-ში აზუსტებს.