1752608534
ავარია ბათუმი-გონიოს გზაზე - ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტოები: ხვიჩა ასამბაძე