სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
კალიფორნიის ცენტრალურ ნაწილში, ლემურის საზღვაო-საჰაერო ბაზაზე, ოთხშაბათს, F-35 ტიპის მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ფაქტი საზღვაო ძალებმა დაადასტურა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"პილოტმა კატაპულტირება შეძლო და უსაფრთხოდაა. პერსონალის სხვა წევრებს დაზიანებები არ მიუღიათ", - ნათქვამია ლემურის საზღვაო-საჰაერო ბაზის განცხადებაში.
ჩამოვარდნილი F-35C, F-35 Lightning II-ის სამი ვარიანტიდან ერთ-ერთია, რომელიც შექმნილია აშშ-ის ავიამზიდებზე გამოსაყენებლად.
აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებენ F-35A-ს, ხოლო საზღვაო ქვეითები - F-35B-ს, მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაშვების ფუნქციის მქონე თვითმფრინავს.
თვითმფრინავის ჩამოვარდნა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარია, წელს უკვე მეორე შემთხვევა. იანვარში, აშშ-ის საჰაერო ძალების F-35A ეილსონის საჰაერო ძალების ბაზაზე სასწავლო მისიის დროს, ალასკაში ჩამოვარდა. პილოტმა მაშინაც უსაფრთხო კატაპულტირება შეძლო.