„სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ამას თვითნებურად აკეთებს…“ - ინფექციონისტის გაფრთხილება
1754069374
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მეგობრები და ნათესავები მოულოდნელად გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, აჩი უსტიაშვილს ემშვიდობებიან. როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, გულის შეტევა გახდა.
„ცრემლებით ვაკოწიწე შენი ფოტოები აჩი... იცით როგორი ბიჭი იყო აჩი? ყველგან სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა... მოღიმარი, მოციმციმე თვალებით ყველას შეაყვარა თავი. რამდენის გულები გაანადგურე და თან წაიღე... როგორ უნდა მოგინელონ შენმა მშობლებმა, მამიდებმა, მთელმა სანათესავომ, მეგობრებმა, ჩვენო მზეჭაბუკო.
როგორ უნდა ჩავხედოთ შენს დედიკოს თვალებში, შენს გაყინულ მამიკოსა და ძმას რა ვუთხრათ, რით ვანუგეშოთ?
გულიდან არ ამომდიხარ ჩვენო ბიჭო... გელოდებით შორეული ნაოსნობიდან, გულგახეთქილები“.
„ჩვენო აჩი, დაგვღუპე და გაგვანადგურე შვილო, გაუსაძლისი ტკივილი ხარ. აწი უშენოდ რა უნდა ვქნათ“, - წერენ სოციალურ ქსელში.