1751402301
ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია ასპინძაში - რა დეტალები ხდება ცნობილი

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია ასპინძაში.
ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.
ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს ადგილიდან TOK2Region-ი ავრცელებს.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მეხანძრე-მაშველების ჯგუფები ადგილზე არიან და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.
დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ მიღებისთანავე გაცნობებთ.