დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ამჯერად, ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე სრულდება.
პროექტის ფარგლებში, 475 გრძივ მეტრზე სანიაღვრე, 936 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო, ასფალტის საფარი კი, დაახლოებით, 3 500 კვ.მეტრ ფართობზე იგება. სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 415 900 ლარი დაიხარჯება.
პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო.