„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის წამყვანი მომლაპარაკებლები ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში „პროგრესს აღწევენ“, მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში თეირანის მხრიდან მიღებული არაერთი არადამაკმაყოფილებელი პასუხისა.
„დღეს დილით საკმაო დრო გავატარე ტელეფონზე როგორც ჯარედ კუშნერთან, ისე სტივ უიტკოფთან და ჩვენს არაერთ მეგობართან არაბულ სამყაროში“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.
„ვფიქრობ, რომ პროგრესი გვაქვს. ფუნდამენტური კითხვა ისაა, ვაღწევთ თუ არა საკმარის პროგრესს პრეზიდენტის მიერ დაწესებული წითელი ხაზის დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნა მან.
ვენსის თქმით, ადმინისტრაცია კვლავ უკიდურესად ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანმა ვერასდროს შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება და ეს ნებისმიერი შეთანხმების მთავარ კრიტერიუმად წარმოაჩინა.
„წითელი ხაზი ძალიან მარტივია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტი „დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ შევიმუშავეთ დაცვის მექანიზმები, რათა ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.