„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მომდევნო კვირებში, შესაძლოა, ჰანტავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს.
„ამ ეტაპზე „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ ჩანს. თუმცა, შეიძლება, ვითარება შეიცვალოს და ვირუსის გრძელი ინკუბაციური პერიოდის გამო მომდევნო კვირებში მეტი შემთხვევა იყოს. ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა გებრეისუსმა.
ჰანტავირუსი იშვიათი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტითაა გამოწვეული, თუმცა პირველად დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემა. სიმპტომებს შორისაა სიცხე, ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და სუნთქვის გაძნელება.