პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, დამხმარე პირის მეშვეობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

ასევე, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობები გასცა, რაშიც ქრთამის სახით 1 000 ლარი მოითხოვა და აიღო.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება), 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქრთამის აღება) და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართ