1747851715
„ვარკეთილში, არასრულწლოვნებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს...“ - მომხდარი ავარიის შედეგად, დამტვრეულია ხუთი მანქანა

ვარკეთილში უცნობმა პირებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს, გზად კი ავტოსადგომზე მდგარი ხუთი ავტომობილი დაამტვრია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა უთხრა, რომ მიკროავტობუსი სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაიტაცეს.
ავარიის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.