თემურ ყარალაშვილს, რომელმაც ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა

გალინა

თემურ ყარალაშვილს, რომელმაც ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, რეზო ნადოიმ, გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გალინა ნოზაძე 10 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებსაც ახლა ბებია ზრდის.