„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა, სამშობლოში უკვე ჩამოასვენეს. ზაზა ბიწაძის ხსოვნას რუსთავში მიაგებენ პატივს. რაც შეეხება ალიკა ცაავას, ის სამეგრელოშია გადასვენებული.
ქართველი მებრძოლები ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპნენ, მათთან ერთად დაიღუპა ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძეც, რომელიც ერთი დღის წინ ჩამოასვენეს. მათ, სხვა დაღუპული ქართველი მებრძოლების მსგავსად, სამხედრო პატივით სამშაბათს დაკრძალავენ.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი თვის განმავლობაში 9 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.