„წვივებთან თმის გაცვენა შესაძლოა სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

 გიორგი ღოღობერიძე

 „ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს.

„წვივებთან თმის გაცვენა შესაძლოა სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს. ამის მოგვარება, გულის და თავის ტვინის მოფრთხილებაშიც დაგეხმარებათ. თმის გაცვენის მიზეზი, ხანდახან სრულიად უწყინარია, წინდების ჩაცმის გამო თმა გაცვენას იწყებს. მეორე შემთხვევაში კი ამის მიზეზი შესაძლოა იყოს, პერიფერიული არტერიების დაზიანება.

შესაძლოა თქვენს სისხლძარღვებში და არტერიებში იყოს ცხიმი ჩაგროვილი. საუბარია ათეროსკლეროზზე. მესამე მიზეზი შესაძლოა იყოს, ვენური უკმარისობა. როდესაც ვენები შესაბამისად ვერ მუშაობენ. სისხლს გულისკენ ვეღარ აბრუნებენ და იქვე აგუბებენ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.