ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა... - ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც სამტრედია-აბაშის გზაზე ავარიას ემსხვერპლა

ბაჩო ლასარეიშვილი

აბაშაში 24 ოქტომბერს მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ბაჩო დაიღუპა — 19 წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის,“ — ამბობენ სოფელში.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი დაშავებულის, ბაჩო ლასარეიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.