ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
თბილისში, ლილო არენასთან ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილი 17 წლის მარიამ ბადალაშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.