ცნობილია, 5 ყველაზე გავრცელებული ბავშვთა დაავადება საქართველოში

ბავშვი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სასუნთქი სისტემის დაავადებებია.

საქსტატის“ თანახმად, 2024 წელს დაავადებათა ამ ჯგუფში 221 400 ბავშვი იყო აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელში, ქვეყანაში სასუნთქის სისტემის დაავადების მქონე ბავშვთა რიცხვი 76%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 125 900-ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით, პირველად დადგენილი დიაგნოზით ასე გამოიყურება:

სასუნთქის სისტემის დაავადებები - 221 400 ბავშვი;

ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 42 300 ბავშვი;

ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები - 21 800 ბავშვი;

თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 21 200 ბავშვი;

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 21 100 ბავშვი;

ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები - 9 300 ბავშვი.