ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766346324
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისთვის გადაღებული კადრები, მოგვიანებით პორნო საიტებზე აღმოაჩინა - მაკო კობერიძემ, რეჟისორ შოთა კალანდაძის ნამუშევრებში მონაწილეობა საკუთარი სურვილით მიიღო.
ფილმები, რომელზეც მაკო კობერიძე საუბრობს, 13 წლის წინ არის გადაღებული, პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე წლების წინ განათავსეს, თუმცა ჰყვება, რომ ამის შესახებ გვიან შეიტყო და სამართლებრივი დავაც დაიწყო. ამტკიცებს, რომ კადრები ინტიმური შინაარსის საიტებს თავად რეჟისორმა მიყიდა.
მაკო კობერიძე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მეორედ მიმართავს. მოთხოვნა - კადრების ეროტიკულ საიტებზე ამტვირთავის ვინაობის დადგენა და საიტებიდან მისი წაშლაა.
ბრალდებების ადრესატმა პოლიციას თავადაც მიმართა. შოთა კალანდაძე ამბობს, რომ მას არც პორნო გადაუღია და მის მიერ გადაღებული კადრების მსგავს პლატფორმაზე განთავსება არც მის ინტერესში შედის. რეჟისორი ასევე ინახავს ხელნაწერს. მისი თქმით, მაკო კობერიძე თავად წერს, რომ პრეტენზია კადრებზე, რომელიც შოთა კალანდაძემ გადაიღო, არ აქვს. რეჟისორი ამბობს, რომ მისი გადაღებისას შეცდა.
სანამ მაკო კობერიძე კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით შოთა კალანდაძის ფილმებიდან გაქრება, მისი კადრები პორნო საიტებზე სულ უფრო მეტ ნახვას აგროვებს. ახლა, საჩივარი, თუ ვინ განათავსა 18+ საიტებზე კადრები, ორ საგამოძიებო უწყებაშია, მოდელმა პროკურატურას, რეჟისორმა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.