ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
მოცეკვავე თეა დარჩია ჟურნალ „გზასთან“ ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს. როგორც ქორეოგრაფი ამბობს, ურწმუნოებისა და უღმერთოების ბრალია, რომ ცხოველებს დავემსგავსეთ.
„ურწმუნოებისა და უღმერთოების ბრალია, რომ ცხოველებს დავემსგავსეთ. აქ არც დედაა დამნაშავე და არც მამა, არც აღზრდა, ისეთი კარგი მშობლები ვიცი, რომლებიც ძალიან აგრესიულ შვილებს ზრდიან, რომ მიკვირს.
სამწუხაროდ, დღეს სირცხვილიც კია, თუ ღმერთის გწამს: „ტეხავს“, თუ პირჯვარს გადაიწერ და იტყვი – „უფალო, შემიწყალე“. სამაგიეროდ, სასულიერო პირების განკითხვაა მოდაში. რატომღაც გვავიწყდება, რომ სასულიერო პირებიც ადამიანები არიან და მათ წრეშიც არიან „ისეთებიც“ და „ასეთებიც“.