თბილისში ერთ-ერთი ცნობილი საშაურმე, სალმონელაზე შემოწმების შემდეგ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა დალუქა

SHAURMA

შაურმა, ხაჭაპურის ქვეყანაში ხაჭაპურს უკვე დიდი ხანია გაყიდვებში კონკურენციას უწევს, თუმცა შაურმიდან მომავალი რისკების ალბათობა გაცილებით მაღალია. მნიშვნელოვანია ხორცის უვნებლობა, სალათის ფოთლების რეცხვის პროცედურა, ვადიანი ინგრედიენტების გამოყენება და მისი მომზადებისას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ცხელ სეზონთან ერთად, ამ პროდუქტის უვნებლობის რისკები კიდევ უფრო იმატებს, ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტების კონტროლს ამკაცრებს.

უწყებამ ერთ-ერთი ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დალუქა. ამ საშაურმიდან აღებული 5 ნიმუში ლაბორატორიაში წაიღო და ხუთივეში სალმონელა აღმოაჩინა.

საშაურმე, სადაც სალმონელა დაფიქსირდა, ამ დროისთვის, დალუქულია. "კურიერი" ბიზნეს ოპერატორს ტელეფონით დაუკავშირდა. ოლდენბურგში მომხდარს გაუგებრობას უწოდებენ და ბაქტერიის აღმოჩენას გამორიცხავენ.

სალმონელა ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გარემოში ძლებს დიდხანს და განსაკუთრებით სიცოცხლის უნარიანია სიცხეში, მისით ადამიანის ინფიცირება შეიძლება ბევრი გზით მოხდეს, მათ შორის ხორცით, კვერცხით და წყლითაც კი. დაავადების სიმპტომები საკმაოდ მძიმეა.

სალმონელას შემთხვევების რაოდენობა ზაფხულის პერიოდში იზრდება, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ სწრაფი კვების ობიექტების შერჩევისას.