თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა - სასამართლო პროცესები შეჩერებულია

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნულის გამო, მანდატურებმა სასამართლო შენობიდან ყველა პირი გაიყვანეს, თუმცა თუ რა გახდა ევაკუაციის მიზეზი უცნობია.

ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, შემოვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შენობაში ბომბია დამონტაჟებული.

ასევე, ევაკუაციის გამო შეჩერებულია ყველა სასამართლო პროცესი, მათ შორის ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა. დარბაზიდან გაიყვანეს ბრალდებული გელა უძილაურიც.