მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის ქუჩების სპეცმანქანებით მორეცხვას ინტენსიურად განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ამჯერად საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირი (მეტროსადგურ „დელისამდე“), ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, ასევე კოსტავასა და შარტავას ქუჩები მოირეცხა.
„ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე.
„ზაფხულის ცხელ დღეებში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია გზების მორეცხვა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ყოველდღიურად სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე ასრულებენ ამ ტიპის სამუშაოებს. ქუჩების მორეცხვა გვიან, ღამის საათებში და გამთენიისას სრულდება, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
საბურთალოს რაიონის ქუჩებზე, გზის სავალი ნაწილის გარდა, კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოირეცხა. ასევე, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ვაკის რაიონის საგზაო მონაკვეთზეც (მეტროსდაგურ „დელისის“ შემდეგ) რეგულარულად სრულდება მორეცხვის სამუშაოები“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.