„ყოველდღე ყველამ უნდა ჭამოს... კიბოს რისკსაც ამცირებს“ - არუნ ხათრი
1757530386
ცოტა ხნის წინ „სუხიშვილების" მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი დედა გახდა. მარიამის მეუღლე დავით თოფურიაა. წყვილს გოგონა, სახელად ლეა ჰყავს.
მარიამ მათიაშვილი და დავით თოფურია ქორწინების ორ წელს უკვე პატარა ლეასთან ერთად აღნიშნავენ.
„ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად დავიწყეთ ცხოვრება და დღითი დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შენ ჩემი უდიდესი საჩუქარი ხარ. მადლობა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, რომ ჩემი ყველაზე დიდი იმედი და ძალა ხარ. მადლობა ყოველი ერთად გატარებული წუთისთვის და მადლობა ჩვენი შვილისთვის - სიყვარულის უდიდესი ნაყოფისთვის. შენ გვერდით ცხოვრება არის სიხარული, სიმშვიდე და სიყვარული, რომელიც ყოველდღე იზრდება. უსაზღვროდ მიყვარხარ და მადლობა ღმერთს, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც მინდა მთელი ჩემი დრო, ენერგია, ყურადღება, სიყვარული, სითბო, თანადგომა მივუძღვნა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში" - წერს მარიამ მათიაშვილი და ქორწილის კადრებს აქვეყნებს.