1757269592
„მივეჩვიეთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისგან, რომ მუდმივად არის მაშველი რგოლი „ქართული ოცნებისთვის“ - ტატა ხვედელიანი ანა წითლიძეზე

„საკუთარი რადიკალური ქმედებებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ეხმარება „ქართულ ოცნებას“ და არის მათთვის მაშველი რგოლი,“ - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ ფსევდო ბრძოლა მიმდინარეობს.
„ჩვენ, ზოგადად, მივეჩვიეთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისგან, ქალბატონი ანისგან [ანა წითლიძე], რომ მუდმივად ის არის მაშველი რგოლი „ქართული ოცნებისთვის" და უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისა, რომ მის განცხადებას კომენტარს უკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის [ანა წითლიძე] ალბათ, ფაქტობრივად უფასოდ ახდენს „ქართული ოცნებისთვის" სამსახურის გაწევას. საკუთარი რადიკალური ქმედებებით „ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ეხმარება „ქართულ ოცნებას" და არის მათთვის მაშველი რგოლი. რა თქმა უნდა, ეს ფსევდო ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ არის სიახლე და ჩვენ 13 წელია ამას ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.