1749757476
„სპორტსმენს დაუდგინდება დაავადება...“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს. ამჯერად, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება. გოგა მანიას ხშირად მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად დაზიანებულები არიან. მათ
გოგა ხშირად აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
გოგა თავის ახალ წინასწარმეტყველებაში საქართველოს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი. მე ვთქვი, რომ მიწისძვრები, 15 ივნისამდე იქნება შესამჩნევი. ხშირად ვახსენებ და კიდევ ვიტყვი, წყლიდან გამომდინარე, ნგრევა მოხდება.
ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.
ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.
მამაო, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.
მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ... კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება. მსოფლიოს გარშემო მინდა ვთქვა, რომ იტალიაში, მოხდება ძლიერი მიწისძვრა, ასევე გახშირდება წყლის მოვარდნები. თურქეთში კვლავ ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი“,- ამბობს გოგა მანია.