1746549605
სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას - რუსთაველის გამზირზე მორიგი მხარდამჭერი აქცია იმართება

აქცია პარლამენტთან - საქართველოში მოქალაქეები ცდილობენ, კიდევ უფრო ხმამაღლა დაანახვონ თავიანთი სოლიდარობა უკრაინას.
ომის დაწყებიდან დღემდე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი პერმანენტული აქციები იმართება. გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა.
რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები - რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები.
ტრიბუნაზე პოლიტიკოსების გამოსვლებიც ისმის. ისინი ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ და უკრაინასთან დაკავშირებით ქმედით მოქმედებებს მოითხოვენ.