შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

19 ივნისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, მესხეთის, ყვარლის, ოლღა ბახუტაშვილის, ნოე ხომერიკის, უშაკოვის, ამირაჯიბის, ტვიშის, რატილის, თოლენჯის, შალვა მშველიძის და გეზათის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, VI კვარტლების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, ანა პოლიტკოვსკაიას და აკაკი ფაღავას ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.