ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.
სტუმრებთან ერთად მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე გაეცნო საქართველოს უმდიდრეს კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და ქართული ოქრომჭედლობის საგანძურს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.