ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ბავშვებს და მათ მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მათ ასევე საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
სტუმრებმა საახალწლო მიღებისთვის პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას 40- მდე ქართველი და უკრაინელი ბავშვი ესწრებოდა.