„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„გარდაიცვალა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორი, საერთაშორისო აღიარების ქართველი მუსიკოსი, ჩვენი ძვირფასი უფროსი მეგობარი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.
1996 წლიდან ბატონი ვახტანგი გახლდათ ჩვენი ორკესტრის მთავარი დირიჟორი, 1998–2004 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი.
მადლობა მაესტროს იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც მან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გადასარჩენად გასწია. მადლობა მას სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებისა და გვერდში დგომისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.