საქართველოს ბანკი კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია

საქართველოს ბანკი კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია

საქართველოს ბანკის კამპანია „საქართველოს ხმა“ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის Audio & Radio-ს კატეგორიაში რჩეულთა შორის მოხვდა.

აღნიშნულ კატეგორიაში 704 პროექტი იყო წარდგენილი, რომელთაგან 68 შორთლისტში დასახელდა. მათ შორისაა „საქართველოს ხმა“. კანის ლომების გამარჯვებულები საფრანგეთში, კანში მიმდინარე ფესტივალზე 20 ივნისსგამოვლინდებიან.

“კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალისშორთლისტში მოხვედრა ჩვენთვის  ძალიან სასიხარულოა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. „საქართველოს ხმა“ კამპანიაა, რომელიც 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შედეგად წარმოქმნილი ემოციების გამოძახილია. აღნიშნული ინიციატივა და მისი წარმატება კი გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ - ჩვენი მიზანი ხომ ქვეყნის და საზოგადოების გულისცემაზე ხელის ჭერაა, რათა შევქმნათ ადამიანებისთვის გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, -  აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულებისხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ხმასაქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდისმიერ შექმნილი და აღსრულებული კამპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნულისაფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტსმოპოვებული ისტორიული გამარჯვებისაღსანიშნად შეიქმნა. გამარჯვების მეორე დღეს, 27 მარტს საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზედარეკვისას ისმოდა დაუვიწყარი ფრაზა – „გილოცავთ, საქართველო ევროპაზეა, საქართველო ფორმაშია“.