მეცნიერები ასახელებენ სავარაუდო დროს, როცა დღე-ღამის ციკლი 25 საათი გახდება
1775156728
საპატრიარქო მიხა პაპას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ა.წ. 14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, ,,მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა.
იგი დღეს 16 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც, საღამოს ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.
15 იანვარს კი, კვირას, მის ცხედარს დილის 8 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში.
თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი“,- ნათქვამია წერილში.