Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

Samsung-ის ტელევიზორების 2025 წლის მოდელების შეძენა უკვე საქართველოშია შესაძლებელი! განახლებული Neo QLED 8K, Neo QLED 4K და OLED მოდელები კიდევ უფრო დახვეწილი და ინოვაციურია, რაც აუმჯობესებს შენს გამოცდილებას და ტელევიზორთან გატარებულ ყოველ წამს საუკეთესო მომენტად აქცევს.

2025 წლის მოდელების შეძენა საქართველოში Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების „ალტას“, „ელიტის“, „კონტაქტ ჰოუმისა“ და „მეგატექნიკის“ ქსელში შეგიძლია.

პრემიუმ ხაზის ტექნოლოგიები - Neo QLED, OLED და AI ინტეგრაცია

წლევანდელ, განახლებულ მოდელებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ხელოვნური ინტელექტის (AI) შეუფერხებელი ინტეგრაცია. ამ მხრივ, Samsung-ის ახალი, მძლავრი პროცესორები NQ8 AI Gen2 და NQ4 AI Gen3 არაერთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გთავაზობს.

პრემიუმ ხაზის ტელევიზორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა Samsung-ის შთამბეჭდავი 8K upscaling ტექნოლოგია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი იქნება 4K Neo QLED და OLED მოდელების ნაწილისთვის.

AI Upscaling Pro ამუშავებს 4K ხარისხის კონტენტს და 8K ხარისხამდე გადაჰყავს, რაც აუმჯობესებს გამოსახულების სიმკვეთრეს, ზრდის დეტალიზაციას და ქმნის უფრო რეალისტურ გამოსახულებას. სწორედ ამ ფუნქციამ უზრუნველყო QN900D მოდელისთვის ხუთვარსკვლავიანი შეფასების მიღებაც.

ასევე, AI-ის დახმარებით, გაუმჯობესებულია გამოსახულების მოძრაობის სიცხადე და კონტრასტი. ახალი ფუნქცია, AI Gamma Pro, ავტომატურად არეგულირებს გამა პარამეტრებს ოთახის განათების მიხედვით, რათა როგორც ყველაზე ბნელ, ისე ყველაზე ნათელ სცენებში, ყოველი დეტალი თვალსაჩინო და მაქსიმალურად რეალისტური იყოს.

NEO QLED პრემიუმ ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია - 65 ინჩიანი QN900

Samsung-ის 2025 წლის 8K Neo QLED ხაზში გამორჩეულ ადგილს 65 ინჩიანი QN900 იკავებს. მოდელი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, გამოსახულების შესანიშნავი ხარისხითა და უახლესი ტექნოლოგიებით, რაც მას ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის.

The Frame - ხელოვნების ნიმუში შენს სახლში

Samsung-ის პოპულარული The Frame ტელევიზორი განახლებული ვერსიით ბრუნდება. ეს მოდელი ინარჩუნებს ელეგანტურ დიზაინს, რომელიც გამორთულ მდგომარეობაში ხელოვნების ნიმუშს ჰგავს.

საქართველოში ხელმისაწვდომია სტანდარტული Frame, 55 და 65 ინჩიანი ზომებით, რაც მას იდეალურ მოდელად აქცევს იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც ტელევიზორი სახლის ინტერიერის განუყოფელი ნაწილია.

QLED 4K - ბრწყინვალე ფერები და ოპტიმალური ხარისხი

Samsung-ის QLED 4K ტელევიზორები შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ბალანსს მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასს შორის.

● Q4 AI პროცესორი - აუმჯობესებს ფერებსა და ხმას, კონტენტის ტიპის მიხედვით.
● 100% Color Volume with Quantum Dot - ტექნოლოგიის წყალობით, ტელევიზორი მილიარდობით ფერს აჩვენებს, მიუხედავად სიკაშკაშის დონისა.
● Quantum HDR - ქმნის ღრმა შავ და ნათელ ტონებს, რაც გამოსახულებას უფრო დეტალურსა და კონტრასტულს ხდის.
● Motion Xcelerator 60Hz - აუმჯობესებს გამოსახულების განახლების სიხშირეს 60 ჰერცამდე, რითაც უზრუნველყოფს მოძრაობის სიცხადეს თამაშებისა და სპორტული გადაცემების ყურებისას.

NEO QLED 4K - ინოვაციური ფუნქციები

Samsung აგრძელებს ტელევიზორებში გეიმინგისთვის საჭირო, ინოვაციური ფუნქციების დანერგვას. Neo QLED 4K ტელევიზორები გამოირჩევა სამი HDMI 2.1-ითა და HDMI 2.0-ით, ასევე უზრუნველყოფილია უმაღლესი ხარისხის - 4K/120Hz გამოსახულებით Xbox-ისა და PlayStation-ის უახლესი სათამაშო კონსოლებისთვის.

გარდა ამისა, ტელევიზორები აღჭურვილია ცვლადი განახლების სიხშირის (VRR) და ავტომატური დაბალი შეყოვნების რეჟიმის (ALLM) ფუნქციებით. რაც ნიშნავს, რომ შენი ყოველი ქმედება თამაშში მყისიერად აისახება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფ თამაშებში, სადაც ყოველი წამი გადამწყვეტია.

ანტი-არეკვლის ტექნოლოგია Neo QLED და OLED ტელევიზორებისთვის

გახსოვს, გასულ წელს, როგორ წარმატებით გაუმკლავდა Samsung ანარეკლებს S95D QD-OLED მოდელზე? ეს ტექნოლოგია იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ Samsung-მა გადაწყვიტა, წლევანდელი ხაზის სხვა მოდელებშიც დაენერგა.

ახლა უკვე QN90F 4K Neo QLED, QN900F 8K და S95F OLED ტელევიზორებსაც აქვთ სპეციალური საფარი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ოთახში არსებულ ან გარედან შემოსული განათების ანარეკლს და არ აზიანებს გამოსახულების ხარისხს. აღნიშნული ტექნოლოგია იდეალურია ნათელი ოთახებისთვის.

გამოსცადე Samsung-ის განახლებული, 2025 წლის მოდელები, რომლებიც ტელევიზორთან გატარებულ დროს კიდევ უფრო კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.