სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას
1755250205
"მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
ხაზარაძე მისი პოლიტიკაში მოსვლის მთავარ მიზეზად ქვეყნის ერთიანობას ასახელებს და ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული.
"არ არსებობს რამე სახის მოცემულობა, რომ ჩვენ სრულფასოვანი შემდგარი ერი ან სახელმწიფო გვერქვას სანამ ქვეყნის ერთიანობა აღდგენილი არ იქნება. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული. ანაკლიასაც ავაშენებთ და ქვეყანასაც გავაერთიანებთ", - წერს მამუკა ხაზარაძე.