ნახეთ, შორენა ბეგაშვილის ზღაპრული დასვენების კადრები
1749233109
ხაშურში დღეს შემზარავი ტრაგედია მოხდა – სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მამამ 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზაში მუშაობს და ღამის მორიგე ცვლაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა სკოლაში დადიოდა.
ამ დროისთვის, ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, საკვების მოწამვლას განიხილავენ.
„ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ ჰქონდა ნაჭამი, მაგრამ ნაჭამია სახლში დამზადებული აჯაფსანდალი და, მგონი, ძეხვიც. აღებულია ნიმუშები და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ბავშვის დედა კომაშია, გულიც აქვს დაზიანებული. შესაძლოა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში ნახა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა მისი მდგომარეობა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.