„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
74 წლის ქალი 2 წლის განმავლობაში სასტუმროში ტყვედ იყო აყვანილი. საქმეზე 57 წლის მამაკაცი დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ხანდაზმული ქალი რამდენჯერმე იყო გაუპატიურებული, ასევე ნაწამები.
კროუ ხანდაზმულ ქალს 2016 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ დაუმეგობრდა. მძევალი ქალი და კროს დედა მთელი ცხოვრება მეგობრები იყვნენ.
იმ დროს კროუ მინესოტაში ცხოვრობდა, 74 წლის კი - ნიუ-მექსიკოში. კროუ ნიუ-მექსიკოში გაფრინდა და დასავლეთ სანაპიროზე ოთხწლიანი საგზაო მოგზაურობა დაიწყო.
მოგზაურობის გარკვეულ მომენტში კრომ ქალის ფინანსები თავის თავზე აიღო და უთხრა, რომ ნიუ-მექსიკოში ხალხს მისთვის ზიანის მიყენება სურდა. შემდეგ კრომ მისი საბანკო ანგარიშები დაცალა და სასტუმროს ნომრიდან გაშვებაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოდან დაწყებული, კროუს მძევალი სასტუმროში ტყვედ ჰყავდა.
პროკურორები აცხადებენ, რომ კროუ 74 წლის ქალს მოკვლით ან წამებით დაემუქრა, თუ ის გაქცევას შეეცდებოდა. ქალმა თქვა, რომ მას ნიუ-მექსიკოში, სახლში დაბრუნება სურდა, მაგრამ კროუ მას არ უშვებდა.
ხანდაზმულ ქალს ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ კროუ ყოველთვის ამოწმებდა მას, რაც ვინმესთან დაკავშირებას ართულებდა. 2022 წლის 20 აგვისტოს ქალმა სოციალურ ქსელში ფარულად მისწერა ბერკლიში მცხოვრებ მეგობარს და უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდა. ინფორმაცია ბუნდოვანი იყო, ამიტომ პოლიციას რამდენიმე დღე დასჭირდა ყველაფრის გასარკვევად.
2022 წლის 25 აგვისტოს პოლიციამ ხანდაზმული ქალი კროუსთან ერთად სასტუმროს ნომერში იპოვა. ქალი შიშველი იწვა საწოლში, მოძრაობა არ შეეძლო, მთელ სხეულზე დალურჯებები ჰქონდა და თითი კი მოტეხილი.
პროკურორები აცხადებენ, რომ კროუ მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში იტყუებოდა, რომ ცუდად იყო, რათა სასამართლო პროცესი გადაედო. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლო პროცესამდე კროუმ განაცხადა, რომ გულის შეტევა ჰქონდა და ექთანი მკურნალობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ტკივილგამაყუჩებლები მისცეს, მას არასდროს დასჭირვებია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.